დენდრიტები

Dendrites

დენდრიტები (ბერძ. “dendron” – ხე, „ხესავით დატოტვილი“) ნეირონის მოკლე, დატოტვილი მორჩებია, რომლებიც შემოსულ ინფორმაციას იღებენ. მათი ძირითადი ფუნქციაა სენსორული რეცეპტორებიდან ან სხვა უჯრედებიდან სტიმულაციის მიღება. ერთი ნეირონის დენდრიტები სხვა ნეირონს სინაფსების მეშვეობით უკავშირდებიან.

დენდრიტები ყველა ნერვულ სისტემაშია აღმოჩენილი. ამასთან, არსებობს დენდრიტების უამრავი ვარიაცია როგორც სახეობათა შიგნით, ასევე — მათ გარეთ. ასეთი მრავალფეროვნება დენდრიტების კონკრეტულ ფუნქციურ როლებთან ადაპტაციის მაჩვენებელია. განურჩევლად მათი ნაირსახეობისა, ყველა ტიპის დენდრიტს ერთნაირი ბაზისური მოლეკულური სტრუქტურა, უჯრედის ბიოლოგია და ბიოფიზიკა აქვს. ამასთან, არსებობს განსხვავებები ფორმის, მოლეკულის შემადგენლობის, ინტეგრაციული თვისებებისა და მოქმედების პოტენციალის გადაცემის უნარის მიხედვით. ასე მაგალითად, არსებობს დენდრიტები, რომლებიც ერთმანეთისგან ზომით განსხვავდებიან, ზოგიერთი მათგანი ზომაში მატულობს, თავის ტვინის ზრდასთან ერთად, ზოგიერთი უცვლელი რჩება.

Leave a reply:

Your email address will not be published.

Site Footer

Sliding Sidebar

About Me

About Me

Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam.

Social Profiles

Facebook

Skip to content