ტერმინალური ბალთა

Terminal Buttons

აქსონის ბოლოში განლაგებული შემსხვილებული, ბოლქვის მაგვარი სტრუქტურა, რომლის საშუალებითაც ნეირონს შეუძლია მიმდებარე ჯირკვლების, კუნთებისა და სხვა ნეირონების სტიმულირება. ტერმინალური ბალთა სინაფსურ ნაპრალში ბოლოვდება.

როგორც წესი, ნეირონები ინფორმაციას მხოლოდ ერთი მიმართულებით გადასცემენ: სომის გავლით აქსონის გასწვრივ ტერმინალური ბალთისკენ. როდესაც ელექტრული სიგნალი გადაეცემა ნეირონს, ის აქსონში ვრცელდება, რომელიც ბოლოსკენ იტოტება და ტერმინალური ბალთებით სრულდება. თითოეულ ასეთ ბალთაში მოთავსებულია ნეიროტრანსმიტერების შემცველი ვეზიკულები, რომლებიც ნეირონიდან მომდინარე სიგნალის ზემოქმედებით იხსნება და გამოთავისუფლებული ქიმიური ნივთიერებები თავისუფლად გადაადგილდებიან მეზობლად არსებული უჯრედებისკენ, აკავებენ ან ააგზნებენ მათ, გამომდინარე მოცემული ნეიროტრანსმიტერის სახეობიდან.

Leave a reply:

Your email address will not be published.

Site Footer

Sliding Sidebar

About Me

About Me

Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam.

Social Profiles

Facebook

Skip to content