სიმართლე და სიცრუე

ლეგენდა ამბობს, რომ ერთ დღეს სიმართლე და სიცრუე შეხვდა ერთმანეთს.
-დილა მშვიდობისა -თქვა სიცრუე.
-დილა მშვიდობის!- უპასუხა სიმართლემ.
– ლამაზი დღეა! -აღნიშნა სიცრუემ.
ჭეშმარიტებას ამბობდა სიცრუე, მართლაც რომ ლამაზი დღე იყო.
– ჭეშმარიტად ლამაზია!…-დაეთანხმა სიმართლე.
-ტბა უფრო ლამაზია დღეს!-აღფრთოვანებული სახით თქვა სიცრუემ.
სიმართლემ ტბას გადახედა და დაინახა, რომ სიცრუე სიმართლეს ამბობდა.
– წყალი თბილი და სასიამოვნოა,მოდი ვიცურავოთ.
სიმართლე შეეხო წყალს თითებით და მართლაც თბილი და ბარხატოვანი იყო ,არ ტყუოდა სიცრუე.
ორივე გაშიშვლდა და შეცურდა მდორე ტბაში.
ცოტა ხნის შემდეგ სიცრუე გამოვიდა, ჩაიცვა სიმართლის ტანსაცმელი და წავიდა.
სიმართლემ ვერ მოირგო სიცრუის სამოსი და შიშველი გაუდგა გზას.
ხალხი შეცბუნდა და არ ესიამოვნა შიშველი სიმართლის დანახვა!…
მორალი: ოდითგანვე და დღესაც ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ სიმართლის სამოსით დაფარულ სიცრუეს,ვიდრე შიშველ სიმართლეს.

P.S.არადა რა მშვენიერია!…
მხატვარი ჟან-ლეონ გერომი.
“სიმართლე,რომელიც ამოდის ჭიდან”

https://en.wikipedia.org/wiki/Truth_Coming_Out_of_Her_Well

Leave a reply:

Your email address will not be published.

Site Footer

Sliding Sidebar

About Me

About Me

Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam.

Social Profiles

Facebook

Skip to content